კომპანიის შესახებ

კომპანიის შესახებ

დაცვის კომპანია შპს "გრიფინი+" უკვე 15 წელია რაც წარმატებით აწარმოებს საქმიანობას უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. ამ დროის მანძილზე, ჩვენ შევიძინეთ და ვაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს წამყვან კომპანიებთან და ფიზიკურ პირებთან.

ჩვენ მზად ვართ დახმარება გაგიწიოთ პირადად თქვენი და თქვენი საკუთრების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, დასმული მიზნების მიღწევაში. დროში გამოცდილი საშუალებებით – სპეციალისტთა მაღალპროფესიული გუნდისა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის სინთეზით. ეს სწორედ ის ფორმულაა, რომლითაც ჩვენ ვაღწევთ წარმატებას და მზად ვართ გაგიზიაროთ თქვენც.

ჩვენ ვართ კომპანია მდიდარი გამოცდილებით როგორც საკუთრების დაცვის სფეროში, ასევე პირადი თუ ოჯახის დაცვის უზრუნველყოფაში, რაზეც მეტყველებს განვლილი 15 წლის მანძილზე ათასზე მეტ კლიენტთან წარმატებულად განხორციელებული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანები.

დაცვის კომპანია შპს "გრიფინი+", სწორედ ის ფირმაა, რომელიც ფლობს საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას შესაძლო სახიფათო მოვლენების პრევენციისთვის და თავიდან აცილების , როგორც ფიზიკურ პირებთან, ისე კომპანიებთან მიმართებაში.

შპს "გრიფინი+", ამ წარმატებას აღწევს მაღალი სტანდარტებით დაწესებით თანამშრომელთა შერჩევისას, როგორც მცველებში, ისე ადმინისტრაციაში; აგრეთვე უახლესი ტექნოლოგიური ბაზის გამოყენებით.

 

 



ისტორია

დაცვის კომპანია შპს  "გრიფინი+" დაფუძნდა 2007 წელს . დაცვის  სფეროში შპს "გრიფინი+"-ს მთლიანმა გუნდმა შეიძინა მუშაობის მდიდარი გამოცდილება. მონაწილეობა აქვთ მიღებული ბევრ მნიშვნელოვან  ღონისძიებებში, რომელთა წარმატებულად განხორციელებამ კომპანიას მოუტანა საიმედო პარტნიორის სახელი...
წლიდან წლამდე შპს "გრიფინი+" იხვეწდა სახელს.. იძენდა ცოდნას, გამოცდილებას..  ანვითარებდა ტექნიკურ ბაზას..  კომპლექტდებოდა პროფესიონალებით..        ინარჩუნებდა და ხვეწავდა მომსახურეობის ხარისხს...
კომპანია თავის განვითარების გზაზე არაერთგზის იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებში..    დამსახურებული აქვს რამდენიმე მადლობის წერილი მუნიციპალიტეტიდან...
შპს "გრიფინი+" უკვე 15 წელია მჭიდროდ თანამშრომლობს სადაზღვეო კომპანიებთან, სადაც მაქსიმალურად ვაზღვევთ როგორც თქვენ რისკებს ასევე ჩვენი თანამშრომლების ჯამრთელობას.. სწორედ ასეთმა პოლიტიკამ განაპირობა ჩვენი მომხმარებლის სრული საიმედობა და დაცულობა ყველა შესაძლო პრობლემისგან...

კომპანიის მოღვაწეობას გამოარჩევს მომსახურეობის მაღალი ხარისხი, თანამედროვე მაღალტექნოლოგიური დაცვითი სისტემები, პროფესიონალი კადრები და თანამედროვე მართვის პრინციპების გამოყენება...

 

მომსახურება

ჩვენი კომპანია გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით

სისწრაფე

ჩვენი გუნდი ყოველთვის მზადაა ნებისმიერ დროს 24 საათი კვირაში შვიდი დღე მოგემსახუროთ ოპერატიულად

გამოცდილება

ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება არის გარანტი იმის რომ ჩვენი სერვისები გამოირჩევა მაღალი ხარისხით

ტექნოლოგია

ჩვენი კომპანია იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს რათა აღვჭურვოთ ობიექტები შესაბამისი ტექნიკით

Top